ka | en
Company Slogan TODO

Mn-ით დოპირებული CuCrO2 -ის მაგნიტური თვისებების შესწავლა

ავტორი: ზვიადი ზარქუა
საკვანძო სიტყვები: დელაფოსიტი, მაგნიტური თვისებები, ეპრ, XRD, ფერომაგნეტიზმი, შპინელი
ანოტაცია:

მოცემული ნიმუშები CuCr1-xMnxO2 x= 0.05/0.01/0.15 ნიმუშები დავამზადეთ მყარი სხეულის რეაქციის მეთოდით (Solid State Reaction Method) თერმული და ფოტონური ტიპის ღუმელებში ჰაერის და არგონის ატმოსფეროში. მიღებული ნიმუშები შემოწმდა XRD მეთოდით, მაგნიტური თვისებები გაიზომა VSM ვიბრაციული მაგნიტომეტრის საშუალებით. რამაც ანტიფერომაგნიტურ დელაფოსიტში აჩვენა ფერომაგნიტური ფაზის წრმოქმნა შემდეგ კი EPR სპექტროსკოპიის დახმარებით შესწავლილ იქნა ნიმუშების მიკროსკოპული თვისებები. შედეგების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ Mn-ის დოპირებით დელაფოსიტის სტრუქტურაში წარმოიქმნება ახალი ფერომაგნიტური ფაზა. ამ ფაზის არსებობა შეიძლება დავუკავშიროთ შპინელის (CuMn2O¬¬4) წარმოქმნას დელაფოსიტის სტრუქტურაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com