ka | en
ავტორიზაცია

B-ხის იმპლემენტირება შიგა-მეხსიერებისთვის AVX ინსტრუქციების და ზოგიერთი სხვა სპეციფიკის გამოყენებით
ავტორი: გოდერძი ლომინაშვილისაკვანძო სიტყვები: B-ხე, AVX ინსტრუქციები, ოპტიმიზაცია
ანოტაცია:
B-ხე ცნობილი მონაცემთა სტრუქტურაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სისტემებში, სადაც ოპერაციები სრულდება დიდ მონაცემებთა ბლოკებზე. აქედან გამომდინარე, B-ხის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რაც საშუალებას მოგვცემს ოპტიმალურად გამოვიყენოთ მეხსიერება და ავასწრაფოთ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე. ამ ნაშრომში შედარებისთვის განხილულია B-ხის რამდენიმე იმპლემენტაცია, რომლებიც იყენებენ შიგა მეხსიერების სპეციფიკას. წარმადობის ცვლილება შესწავლილია ექსპერიმეტულად შესაბამისი ტესტების საფუძველზე.
მიმაგრებული ფაილები:
In Memory B-Tree Implementation [ka]