ავტორიზაცია
პოლიეთილენგლიკოლური ფრაგმენტების შემცველი პოლიმერელექტროლიტური მემბრანების მიღება და კვლევა
ავტორი: მერი თოდრიასაკვანძო სიტყვები: ორგანოციკლოტეტრასილოქსანი, პოლიმერი, ელექტროლიტური მემბრანები, იონგამტარობა
ანოტაცია:
დღეისათვის ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის ახალი ეფექტური მეთოდების განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მნიშვნელოვან პრობლემას. ამიტომ, დაბალი ღირებულების, ადვილად მისაღები, ხანგრძლივი მოხმარების, მაღალი სიმკვრივის ენერგიის შესანახი ელემენტების და სხვა ტიპის მოწყობილობების განვითარება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შესწავლილია 2-(2-(2-მეთოქსიეთოქსი)ეთოქსი)ეთანოლის (ტრიეთილენგლიკოლმონომეთილეთერი) ჰეტეროფუნქციური კონდენსაციის რეაქცია ვინილტრიქლორსილანთან, მორეაგირე კომპონენტების 1:3.2 თანაფარდობით და მიღებული იქნა გამჭვირვალე მოყვითალო ფერის ბლანტი ტრის(მონო-მეთილეთერტრიეთილენგლიკოლ)ვინილსილანი. ჩატარებულია D4H-ის ჰიდროსილილირების რეაქცია ტრის(მონომეთილეთერტრიეთილენგლიკოლ)ვინილსილანთან და ვინილტრიეთოქსისილანთან, მორეაგირე კომპონენტების 1:4.2 და 1:3:1 თანაფარდობით, ხსნარში, კარსტედის კატალიზატორის თანაობისას, 80-900C ტემპერატურაზე და მიღებულია D4R და D4RR’ ტიპის ორგანოციკლოტეტრასილილოქსანები. ჩატარებულია D4R ტიპის ორგანოციკლოტეტრასილოქსანის პოლიმერიზაციის რეაქცია უწყლო კალიუმის ტუტის თანაობისას და მიღებულია შესაბამისი სავარცხლისებური აღნაგობის პოლიმერი, რომლის აღნაგობა დადგენილია იწ სპექტრული მონაცემებით. პოლიმერის და D4R,R’ტიპის ნივთიერების ზოლგელური რეაქციებით მიღებულია პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები. ვინაიდან პოლიმერებისაგან მიღებული მემბრანები ხისტი იყო იონ გამტარობის განსაღვრა ვერ მოვახდინეთ, ხოლო D4R,R’ ნივთიერებიდან მიღებული მემბრანებში ოთახის ტემპერატურაზე იონგამტარობა იცვლება 9x10-5 – 7x10-8 სმ/სმ უბანში.