ავტორიზაცია
აზიური ფაროსანას გავრცელებისა და მავნებლობის ხარისხის შეფასება თხილის ბაღის საექსპერიმენტო ნაკვეთზე დასავლეთ საქართველოში
ავტორი: ლიკა დეკანოიძესაკვანძო სიტყვები: აზიური ფაროსანა, მავნებელი მწერი, ქცევა, სასოფლო სამეურნეო კულტურა, მონიტორინგი
ანოტაცია:
ყავისფერი მარმარა კუსებურა Halyomorpha halys (Stäl) (ნახევრადხეშეშფრთიანები - Pentatomidae), იგივე აზიური ფაროსანა, ინვაზიური მავნე მწერია, რომლის გავრცელების ბუნებრივი არეალი არის ჩინეთი, იაპონია და კორეა. 20 წელზე მეტია მისი პოპულაციები გამოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. 2015 წელს საქართველოშიც აღინიშნა აზიური ფაროსანას პირველი პოპულაცია და 2016-2017 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ქვეყანის თხილის წარმოების სექტორს. თხილის გარდა მწერს შეუძლია დააზიანოს ციტრუსი, ვაშლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები და სხვა. აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და ინტეგრირებული მართვის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის აუცილებელია მწერის ბიოლოგიის სიღრმისეული სამეცნიერო კვლევების ჩატარება. სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებისა და ქცევის შესახებ. ჩემი კვლევის მიზანი იყო აზიური ფაროსანას ბიოლოგიის, მისი გავრცელებისა და მავნეობის ხარისხის შესწავლა დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის ბაღებში. პროექტის ფარგლებში მონიტორინგის სხადასხვა საშუალებებით (ხაფანგები, სატყუარები) აზიური ფაროსანას პოპულაციის ზრდის დინამიკის შესწავლა მისი სასიცოცხლო ციკლის განმალობაში, ასევე ტემპერატურის გავლენა მწერის განვითარებაზე, დადგინდა მწერის მიგრაციის მარშრუტები და მისი გამოსაზამთრებელი ადგილები, აგრეთვე გამოვლინდა აზიური ფაროსანას მავნებლობის ხარისხი აღნიშნულ კულტურაში, დადგინდა სატყუარების და ხაფანგების, როგორც მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტურობა და ჩატარდა მონაცემების შედარებითი ანალიზი. კვლევის შედეგები მნიშნველოვნად დაეხმარება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, რომ სწორად განსაზღვროს მავნებელი მწერის მართვისა და კონტროლის ღონისძიებები. მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება მომავალი სამეცნიერო კლევებისათვის.