ka | en
Company Slogan TODO

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ანთროპოგენური რელიეფი

ავტორი: ერეკლე კაიკაციშვილი
საკვანძო სიტყვები: მეწყერი, მდინარე, რელიეფი, ანთროპოგენი
ანოტაცია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი პირობებით, გეოლოგიური აგებულებით, ლანდშაფტებით, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვით, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ინტენსიურმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ (გზების გაყვანამ, სტიქიური პროცესებისადმი სარისკო ტერიტორიების ათვისებამ, მაღალი გადამცემი ანძების დადგმამ, ჰესების მშენებლობამ, გაზის მილსადენების გაყვანამ, რელიეფის ანთროპოგენიზაციამ) და ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია საშიში გეოდინამიკური პროცესების (ღვარცოფები,ეროზიული მოვლენები, მეწყერი, აბრაზია, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა, სეტყვა, გვალვა) დიდი მასშტაბით გააქტიურება, რასაც თან ახლავს ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ზარალი,არცთუ ისე იშვიათად ადამიანის დაღუპვის ფაქტები. საკვლევ ტერიტორიაზე განვითარებულია მრავალსახეობრივი გეოდინამიკური პროცესები:ღვარცოფები, მეწყერები, წყალდიდობები, აბრაზია, ეროზია და სხვ. სტიქიური პროცესები ვრცელდება საკვლევი ტერიტორიის თითქმის მთელ არეალში. რისი განამაპირობებელი ძირითადი ფაქტორიც ადამიანის ინტენსიური, საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობაა, რომელიც ხდება ღვარცოფების, მეწყერების და ეროზიული პროცესების განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების ფონზე. რეგიონის შესახებ არსებულმა შესწავლამ და თანამედროვე მდგომარეობის შედარებამ დაგვანახა, რომ ტერიტორიაზე გააქტიურებულია სტიქიური პროცესები. აქედან გამომდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შესწავლა და შეფასება მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც, რეგიონში დეტალური გეოეკოლოგიური შეფასება აქამდე არ გაკეთებულა, სადიპლომოს კვლევის ამოცანას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ანთროპოგენური რელიეფის შეფასება.


მიმაგრებული ფაილები:

Anthropogenic relief of the Kobuleti Municipality [en]
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ანთროპოგენური რელიეფი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com