ავტორიზაცია
ტემპერატურის საკონტროლო მოწყობილობა პოლიმერული მასალების თერმული დამუშავებისთვის
ავტორი: დავითი დეისაძესაკვანძო სიტყვები: თერმული დამუშავება, პოლიმერული სტრუქტურა, ტემპერატურა, კონტროლი, სიმულინკი, მატლაბი
ანოტაცია:
პოლიმერული მასალის თერმული დამუშავება ითვლება ყველაზე ეფექტურ მეთოდად ამ მასალების მოდიფიკაციისა და შესაძლებლობის გაზრდისთვის. პოლიმერების თერმული დამუშავება აუმჯობესებს მათ მექანიკურ და ზედაპირულ თვისებებს. ეს ეფექტი გამოწვეულია კრისტალური ფაზის გაზრდით პოლიმერულ სტრუქტურაში, სადაც პოლიმერული ვისკოელასტიურობის გაზრდა მნიშვნელოვნად ზრდის გამძლეობას ზეწოლის ძალაზე და სითბოგამტარობას. პოლიმერების ფიზიკური და მექანიკური თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კრისტალიზაციის ხარისხზე. კრისტალიზაციის ხარისხის კონტროლი შესაძლებელია მისი წარმოების პროცესში გახურება-გაციების შესაბამისი ცვლილებით. დამუშავების მაღალი ხარისხის შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მივიღებთ უფრო სტაბილურ მასალას. დამუშავების მაღალი ხარისხი შესაძლებელია ღუმელში ტემპერატურის ზუსტი კონტროლით. ამ ნაშრომში წარმოდგენილი იქნება კონტროლის სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება პოლიმერული მასალების თერმული დამუშავებისთვის საჭირო ტემპერატურული პარამეტრების კონტროლი ღუმელში. შემოთავაზებული სისტემა აწყობილია მიკროკონტროლერ Arduino-ს ბაზაზე, რაც საშუალებას იძლევა მთელი სისტემა იყოს პროგრამულად და ტექნიკურად მარტივი, კომპაქტური ზომის და იაფი. Arduino-სთან ერთად ვიყენებთ სენსორს ტემპერატურის მონიტორინგისთვის და რელეს გარე წრედის კონტროლისათვის. სისტემა პროგრამულად იმართება Matlab-ისა და Simulink-ის საშუალებით. პროგრამული კოდი Simulink-ში ბლოკ სქემების საშუალებითაა აწყობილი, რაც მაქსიმალურად ამარტივებს მომხმარებლისთვის კონტროლის ინტერფეისს.