ავტორიზაცია
მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები თბილისის ფარგლებში (შეშელიძის მეწყრის მაგალითზე)
ავტორი: ვალერი ქამხაძესაკვანძო სიტყვები: თბილისი, გეოდინამიკა, სტიქია
ანოტაცია:
როგორც ცნობილია, ქალაქების ურბანიზაციის პერიოდი ყველაზე ხანგრძლივ ეტაპს მოიცავს და ამიტომ გეოლოგიური გარემოს არცერთი სივრცე არ განიცდის ტექნოგენური დატვირთვის ზემოქმედების ისეთ დაძაბულობას, როგორც დიდი ქალაქების ტერიტორია. ქ. თბილისში ჩამოყალიბებული რთული გეოლოგიური გარემოს პირობებში დაიწყო უარყოფითი ბუნებრივ-ტექნოგენური პროცესების ფართო განვითარება და მისი გეოეკოლოგიური მდგომარეობის კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანა. დღეისათვის მშენებლობის გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში ქალაქის ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს ურთულესი გეოლოგიური გარემოს პირობებში, რასაც ხშირად თან ახლავს საშიში გეოლოგიური პროცესების ფართო მასშტაბით განვითარება-რეაქტივაცია და გეოეკოლოგიური სიტუაციის უკიდურესი გართულებები. ამ მხრივ პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია მეწყრულ-გრავიტაციული და სუფოზიურ-ჯდენადი მოვლენები, მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული შეტბორვები და თბილისის ქვაბულის შემომსაზღვრელი ქედების კალთებიდან თავსხმა წვიმებისა და მეწყრების გააქტიურების პირობებში ხევებში ტრანსფორიმირებული ღვარცოფების ქვა-ტალახოვანი ნაკადები და დატბორვები. კონფერენციაში წარმოდგენილია ქ.თბილისის საზღვრებში მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადებისთვის დამახასიათებელი წყალმოვარდნები, ვიზუალურად შესწავლილია ამ საზღვრებში მდებარე ხევების ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური ვითარება, სანიაღვრე და სადრენაჟო ქსელის საექსპლუატაციო პირობები და დაფიქსირებულია პრობლემები, რომელთა გადაჭრა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს.
მიმაგრებული ფაილები:
The current geodynamic processes on the left side of the river Mtkvari [en]