ka | en
Company Slogan TODO

„სამთო წარმოებით გამოწვეული დეგრადირებული გარემოს ტესტ-კვლევა მდ. ყვირილას ხეობის მაგალითზე“

ავტორი: სალომე ლომიძე
საკვანძო სიტყვები: ნიადაგი, ეკოლოგია, დეგრადაცია
ანოტაცია:

ანოტაცია ჭიათურა და მისი ეკოლოგიური პრობლემები ყოველთვის იყო განხილვის საგანი მანგანუმის მადნის საბადოს ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე. აქტუალობა - ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. მანგანუმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია, რომელიც დედამიწის ქერქის დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს. ის არის ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ბიოელემენტი. მანგანუმი ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში და სხვა მრავალ სფეროში, აქედან გამომდიარე მასზე მოთხოვნა დიდია. სწორედ იმიტომ, რომ მანგანუმი მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, აქტუალური გახდა მისი სამთომოპოვებითი სამუშაოებისგან გამოწვეული ეკოლოგიური კრიზისის შესწავლა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში, მსოფლიო წარმოების სფერომ თითქმის მთელი გეოგრაფიული სფერო მოიცვა. დედამიწის ზედაპირის სახეშემცველი ენდოგენური და ეგზოგენური ძალების გვერდით გაჩნდა მესამე მძლავრი, ანთროპოგენური (ტექნოგენური) ფაქტორი, რომლის გამოვლინების ეფექტი ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ ძალებს აღემატება. ჩვენ შემთხვევაში ჭიათურა თავისი ეკოლოგიური პირობებით, სწორედ ანთროპოგენური ჩარევის შედეგადაა რთულ გეოეკოლოგიურ ვითარებაში. კვლევის მიზანი - ქალაქ ჭიათურაში დაბინძურებულია გარემო, ნიადაგი და უშუალოდ ქალაქის ცენტრი, სადაც ხდება მადნის მოპოვება-დამუშავება და მდინარის ჩამდინარე წყლებით დაბინძურება. ყოველივე ეს კი აღმოფხვრილი უნდა იქნას უახლოეს მომავალში. აუცილებელია ეფექტური ლოკალური მასშტაბის ბუნებისა და ნიადაგის დამცავი ღონისძიებების გატარება ეკოლოგიური კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით. კვლევის მეთოდიკა - რეგიონის კვლევა მოიცავდა საველე პრაქტიკას ქ. ჭიათურაში მდ. ყვირილას ხეობაში უშუალო დაკვირვებებს გარემოსა და მდინარის ხეობაში გამოწვეულ დეგრადაციის ფაქტორებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com