ka | en
ავტორიზაცია

ამონახსნის უწყვეტობა საწყისი მონაცემების მიმართ ერთი კლასის სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის განაწილებული დაგვიანებით თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ
ავტორი: გიორგი ადეიშვილისაკვანძო სიტყვები: ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლება, განაწილებული დაგვიანება
ანოტაცია:
სამართი არაწრფივი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის, განაწილებული დაგვიანებით ფაზურ კოორდინატებში, დამტკიცებულია თეორემა ამონახსნის საწყის მონაცემებზე უწყვეტად დამოკიდებულების შესახებ თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ. საწყისი მონაცემების ქვეშ იგულისხმება საწყისი მომენტის, დაგვიანების პარამეტრის, საწ-ყისი ფუნქციისა და საწყისი ვექტორის ერთობლიობა. გარდა ამისა, გამოკვლეულია ოპტიმა-ლური ამოცანის ამონახსნის (ოპტიმალური მართვის) არსებობის სენსიტიურობის საკითხი საწყისი მონაცემების შეშფოთებების მიმართ. სახელდობრ, დამტკიცებულია რომ თუ საწყის ოპტიმალურ ამოცანას აქვს ამონახსნი, მაშინ ამონახსნი ექნება შეშფოთებულ ამოცანასაც.
მიმაგრებული ფაილები:
ამონახსნის უწყვეტობა საწყისი მონაცემების მიმართ ერთი კლასის სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის განაწილებული დაგვიანებით თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ [ka]