ავტორიზაცია
ანთროპოგენული ზემოქმედება გეოგრაფიულ ობიექტებზე
ავტორი: თათია ჩიქოვანისაკვანძო სიტყვები: ბუნებრივი გარემო, სტიქიური პროცესები, რისკის ზონა
ანოტაცია:
ბუნება ადამიანის ერთადერთი საცხოვრებელია გარემოა და მას უხსოვარი დროიდან იყენებს თავისი კეთილდღეობისათვის, თუმცა ანთროპოგენული ზემოქმედების განსაკუთრებით თვალშისაცემია 21-ე საუკუნეში. ბუნებაზე და კერძოდ, რელიეფზე ანთროპოგენური ზემოქმედების შესწავლა და ცვლილებების პროგნოზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ამოცანების გადაწყვტის საქმეში, რომელიც უნდა განიხილებოდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემებთან კომპლექსში. საქართველოში ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარებას ადგილი ჰქონდა ადრეულ ეტაპზეც, მაგრამ გარემოზე მათი უარყოფითი ზემოქმედება შეზღუდული იყო თვით ადამიანის გონივრული დამოკიდებულებით. ყოველივე ამას მოჰყვა სტიქიური პროცესების ფართო მასშტაბით გააქტიურება და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამძაფრება. საქართველო მიეკუთვნება იმ რეგიონს, სადაც ბუნებრივ-ანთროპოგენური პროცესების არნახულმა წარმოქმნა-გააქტიურებამ და მათგან გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიურმა პრობლემებმა მიაღწიეს ეკოლოგიური კრიზისების. აქ განვითარებულია სხვადასხვა სახის საშიში გეოლოგიური პროცესები: მეწყერები, ეროზია, ღვარცოფები, თოვლის ზვავები და ზღვის ნაპირების გარეცხვა ყოველწლიურად უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს რეგიონის მოსახლეობას, სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებს და არც თუ იშვიათად მთავრდება ადამიანთა მსხვერპლით. პროცესების ექსტრემალური განვითა¬რების პირობებში, მათგან მიყენებული ზარალი მილიონი ლარით განისაზღვრება. ტერიტორიის უსისტემო ათვისებამ გამოიწვია რელიეფის ძლიერი ანთროპოგენიზაცია, ხოლო გეოგრაფიულ გარემოში დაიწყო შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და გეოლოგიური პროცესების არნახული მასშტაბით წარმოქმნა-გააქტიურება, რის გამოც საქართველო მოექცა ტექნოგენური კატასტროფების ხშირი განმეორების მაღალი რისკის არეში.
მიმაგრებული ფაილები:
ანთროპოგენული ზემოქმედება გეოგრაფიულ ობიექტებზე [ka]