ka | en
Company Slogan TODO

სატელიტებისაგან თავისუფალი ცენტრომერების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შედარება ორთოლოგიურ არაცენტრომერულ უბნებთან ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში

ავტორი: ბელა სეფიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ცენტრომერა, ევოლუციურად ახალი ცენტრომერა, ონაგრო
ანოტაცია:

დღესდღეობით ცენტრომერების ფუნქციის კვლევა აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ზუსტად არ არის განსაზღვრული ცენტრომერის სტრუქტურა და ფუნქცია. ცენტრომერების სრულყოფილ გენომურ ანალიზს აძნელებს ქრომოსომის აღნიშნულ უბნებში სატელიტური დნმ-ის შემცველობა. ბოლო დროინდელ კვლევებში აღმოჩენილ იქნა უსატელიტო ცენტრომერები ე.წ. ევოლუციურად ახალი ცენტრომერები (ENCs), რომლებიც არ შეიცავენ სატელიტურ დნმ-ს. ევოლუციურად ახალი ცენტრომერები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მათი კვლევის საკითხებში. აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა: ონაგროს ( Equus hemionus onager) ქრომოსომებში CENP-A ცილით გამდიდრებული დნმ თანმიმდევრობები; ასევე, ცენტრომერული სექვენსების დაწვრილებით ანალიზი ონაგროს ორი ცენტრომერის (EHO22- ისა და EHO27- ის) მაგალითზე. საკვლევ მასალად გამოიყენებოდა ონაგროს ფიბრობლასტების უჯრედული ხაზები. ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგენილ იქნა ცენტრომერული და ე.წ. მეორეული პიკები ონაგროს გენომში, გაანალიზებულ იქნა მოცემული პიკები ცხენის სარეფერენტო გენომის მიხედვით და ასევე, სექვენირებული იქნა ონაგროს 22-ე და 27-ე ქრომოსომების ცენტრომერული უბნების დნმ-ის მონაკვეთები.


მიმაგრებული ფაილები:

სატელიტებისაგან თავისუფალი ცენტრომერების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების შედარება ორთოლოგიურ არაცენტრომერულ უბნებთან ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com