ავტორიზაცია
KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპის ოპტიკური მოდულების მიმართულების გარჩევისუნარიანობის შესწავლა
ავტორი: გიორგი ქაჩლიშვილისაკვანძო სიტყვები: KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპი
ანოტაცია:
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის KM3NeT ძირითადი მიზანია ასტროფიზიკური კვლევები ნეიტრინოების საშუალებით, განსაკუთრებით კოსმოსური სხივების წყაროების დაკვირვება და ნეიტრინოების თვისებების შესწავლა ნეიტრინული ოსცილაციებით. ამ მიზნების მისაღწევად KM3NeT თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვაში აშენებს ახალი თაობის ნეიტრინულ დეტექტორებს (ტელესკოპებს), რომლებშიც ნეიტრინოების რეგისტრაცია ხდება მათ ურთიერთქმედებებში დაბადებული რელატივისტური დამუხტული ნაწილაკების მიერ გამოწვეული ჩერენკოვის გამოსხივებით. ჩერენკოვის ფოტონები რეგისტრირდება ზღვის სიღრმეში ჩაშვებული ოპტიკური მოდულებით, რომლებშიც მოთავსებულია სპეციალური ფოტოგამამრავლებლები. ოპტიკური მოდულების სიგნალები, კერძოდ ჩერენკოვის ფოტონების რეგისტრაციის დრო და მოდულის კოორდინატები ნეიტრინულ ურთიერთქმედებებში დაბადებული მიუონების მახასიათებლების აღდგენის საშუალებას იძლევა. KM3NeT დეტექტორების ოპტიკურ მოდულებში ჩერენკოვის ფოტონების მოსვლის დროსთან ერთად შესაძლებელია ფოტონების მიმართულების აღდგენა და ამ ინფორმაციის გამოყენება შემთხვევის პარამეტრების უფრო ზუსტად დასადგენად. ნაშრომში შესწავლილია KM3NeT ოპტიკური მოდულების მიმართულების გარჩევისუნარიანობა და შემოთავაზებულია მიუონის მიმართულების აღდგენის ახალი ალგორითმი, რომელსაც გააჩნია მიუონური (ნეიტრინული) შემთხვევის პარამეტრების უფრო ზუსტად განსაზღვრის პოტენციალი.