ავტორიზაცია
ადმინისტრირების უზრუნველყოფა საინფორმაციო სისტემისათვის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მაგალითზე
ავტორი: ნატალია ბალახაშვილითანაავტორები: იმედა ბექაია, მალხაზ გელაშვილი, ირაკლი ბანეთიშვილი
ანოტაცია:
ადმინისტრირების უზრუნველყოფა საინფორმაციო სისტემისათვის, განვიხილეთ სასწავლო პროცესის მართვის სისტემის, კერძოდ, sms.tsu.ge - ს ადმინისტრირების მაგალითზე. ჩვენი გუნდის მიზანს წარმოადგენდა, ზემოთ აღნიშნული ვებ გვერდის ადმინისტრირების პანელის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება, მომხმარებლის ინტერფეისის სტრუქტურულად სწორად დალაგება და პრობლემების აღმოფხვრა. შევუმუშავეთ ახალი დიზაინი, რომელიც მოიცავს: ფაკულტეტის მონაცემების ვიზუალიზაციას; სტუდენტების, საგნების, სპეციალობების (ბაკალავრიანტი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), პედაგოგების დამატებას, რედაქტირებასა და წაშლას. გარდა ამისა, ადმინისტრირების პანელში დავამატეთ ახალი დონის მომხმარებელი, ლექტორი, რომელიც ძველ ვერსიაში არ არსებობდა. ამ მომხმარებელს, მოცემული პანელის სხვა მომხმარებლებთან შედარებით, გააჩნია წვდომის ყველაზე დაბალი დონე. პროექტი მოიცავს არა მარტო ვებ გვერდის დიზაინის შექმნას, არამედ ამ დიზაინის გარდაქმნას გრაფიკულ ინტერფეისად მომხმარებელთათვის, აღქმისა და გამოყენების მიზნით, მარკიებისა და პროგრამირების ენების გამოყენებით. მოცემული დიზაინის ვიზუალიზაცია განხორციელებულია HTML5, CSS3, JavaScript და მათი ბიბლიოთეკების დახმარებით (Bootstrap, JQuery).