ka | en
Company Slogan TODO

ბავშვთა ჰემანგიომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავება ექსპერიმენტში

ავტორი: მარიამი მიქაძე
თანაავტორები: დ. ძიძიგური, ო. პიო, ზ. ვადაჭკორია, ი. მოდებაძე, დ. სებისკვერაძე
საკვანძო სიტყვები: ჰემანგიომა, ინფრაწითელი იმიჯინგი, ზრდის ფაქტორი
ანოტაცია:

ჰემანგიომის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით ჩატარებულია კომპლექსური კვლევები. კერძოდ, კაპილარული ჰემანგიომის დიაგნოსტირებისთვის ინფრაწითელი სპექტრული ანალიზის გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად, ჩატარებულ კვლევებში იმუნოჰისტოქიმიის მეთოდის (პროლიფერაციის მარკერ ცილაზე -Ki67) გამოყენებით შერჩეული ქსოვილის აქტიურად პროლიფერადი სამი უბნის (კანი, მზარდი კაპილარების ზონა და მიმდებარე ინტერსტიციუმი) ანალიზით დადგინდა, რომ უჯრედების ნორმალური და არაკონტროლირებადი ზრდის უბნებისთვის დამახასიათებელია ინფრაწითელი სხივების მკვეთრად განსხვავებული შთანთქმის სპექტრები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფრაწითელი სპექტრული იმიჯინგის გამოყენებით შესაძლებელია უჯრედების ნორმალური და არაკონტროლირებადი ზრდის უბნების იდენტიფიცირება და კარტირება. ზრდასრული ქათმის ღვიძლიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია უჯრედების გამრავლების მაინჰიბირებელი ენდოგენური თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ). აღნიშნული კომპლექსის პოლიაკრილამიდის გელში ელექტროფორეზის მეთოდით გამოვლინდა ცილების ორი ჯგუფი მოლეკულური მასით 45-60 კდ და 12-16 კდ. ღვიძლის ცილოვანი კომპლექსის უჯრედების გამრავლებაზე დამთრგუნველი ზემოქმედების შესასწავლად გამოყენებულია მოზარდი ქათმის ბიბილო (ჰემანგიომის ექსპერიმენტული მოდელი). ნაჩვენებია, რომ ზრდასრული ქათმის ღვიძლის უჯრედების თცკ-ს ინექციები (ერთჯერადი ინექცია 22 დღის განმავლობაში) იწვევს მოზარდი ქათმების ბიბილოს განვითარების შეფერხებას, რაც პირველ რიგში გამოიხატება ორგანოს შეფერილობის და ასევე, კაპილარების რაოდენობის ცვლილებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com