ავტორიზაცია
ჰაერის წლიური და სეზონული ტემპერატურების ანალიზი და პროგნოზი გლობალური კლიმატური მოდელების გამოყენებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის
ავტორი: თეა ერაძესაკვანძო სიტყვები: სამცხე ჯავახეთი, კლიმატი, გლობალური დათბობა, გლობალური მოდელირების შედეგები.
ანოტაცია:
გლობალური დათბობა მეტად აქტიურ და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს XXI საუკუნეში. ისტორიული ტემპერატურისა და მოდელირებული ტემპერატურების შედარება და ანალიზი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი შედეგები, ან შევარბილოთ მაინც. სამცხე ჯავახეთის კლიმატის ცვლილების ანალიზი 1971-2000 წლებში და მისი მოსალოდნელი განვითარება XXI საუკუნის 2071-2100 წლებისათვის, მოდელირების საფუძველზე გვაძლევს მოსალოდნელი შედეგების გარკვეულ სურათს. გასული საუკუნის ბოლო 30 წლის ტემპერატურის ცვლილების ტრენდი სამცხე-ჯავახეთის 4 სადგურისათვის დათვლილია მეტეოროლოგიური სადგურების დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, და იგი 0,3 0C-ის ტოლია დეკადურად საშუალო წლიური ტემპერატურისათვის ახალციხე, აბასთუმანი და ახალქალაქის სადგრებისათვის ხოლო 0,20C ბორჯომის სადგურის დაკვირვებისათვის 10 წელიწადში. ყველაზე დაბალ, თითქმის უმნიშვნელო ზრდას აჩვენებს ტემპერატურა გაზაფხულის და შემოდგომის სეზონებზე. 0,4 0C არის დეკადური ზრდა ზაფხულის სეზონსათვის ახალციხესა და აბასთუმნის სადგურებზე, ხოლო ყველაზე მაღალი - 0,6 0C-ზამთარში აბასთუმნის მეტეოროლოგიური სადგურის დაკვრვება აჩვენებს. მოდელების საშუალო მნიშვნელობასა და დაკვირვების ტემპერატურებს შორის სხვაობა 1,950-ია საშუალო წლიური ტემპერატურისათვის ბორჯომში, 2,720, 4,880 და 6,190 შესაბამისად ახალციხე, აბასთუმანი და ახალქალაქის სადგურებზე. ყველაზე დიდი სხვაობა-10,30 არის ზაფხულის სეზონზე ახალქალაქში, ყველზე მცირე კი ზამთრის სეზონზე ბორჯომში -0,250. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ IPCC-ის RCP8.5-ის შედეგები სათბური აირების უმალესი რაოდენობის არსებობას გულისხმობს.
მიმაგრებული ფაილები:
ჰაერის წლიური და სეზონული ტემპერატურების ანალიზი და პროგნოზი გლობალური კლიმატური მოდელების გამოყენებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის [ka]