ka | en
ავტორიზაცია
ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული კოვალენტურად იმობილიზებული პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენება ენანტიომერების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ლია ბეჟიტაშვილითანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზები, იმობილიზებული პოლისაქარიდული ქირალური სელექტორი
ანოტაცია:
წინამდებარე სამუშაო ეძღვნება ახალი ტიპის სტაციონარულ ფაზის შესწავლას, რომელიც მომზადებულია ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელზე პოლისაქარიდული ქირალური სელექტორის ი მ ო ბ ი ლ ი ზ ე ბ ი ს (კოვალენტური შეკავშირების) გზით. ამ, ახალი კონცეფციის შესახებ ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული სამეცნიერო პულიკაციები. ნაშრომში აღწერილია ამ ტიპის უძრავი ფაზის გამოყენებით ენანტიომერების ფუძისეული და მაღალეფექტური დაყოფები მეთანოლში, აცეტონიტრილსა და ნ-ჰექსან/იზოპროპანოლის ნარევში. ნაშრომის ფარგლებში შესწავლილ იქნა ნიმუშის ინიცირების მოცულობის, მოძრავი ფაზის ნაკადის სიჩქარისა და დეტექტირების სიხშირის გავლენა დაყოფის ეფექტურობაზე. და ბოლოს, მიღწეულ იქნა მაღალეფექტური ფუძისეული დაყოფები 30 წამზე ნაკლებ დროში.