ავტორიზაცია
შებრუნებული დინამო კომპაქტური ობიექტების გადაგვარებულ ელექტრონულ-პოზიტრონულ გარე-შრეში
ავტორი: ნინო რევაზაშვილისაკვანძო სიტყვები: გადაგვარებული ელექტრონ-პოზიტრონული აირი, პულსარი, შებრუნებული დინამო
ანოტაცია:
თუ გადაგვარებულ წყვილ-იონურ დამუხტულ სითხეში გვაქვს განსხვავება რაღაც მახასიათებლით: მაგალითად მასით ან მუხტით, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდნენ მრავალ მასშტაბიანი სტრუქტურები, რომელსაც ვხვდებით ასტროფიზიკურ პირობებში; e-p სითხეში გადაგვარების გამო გაჩენილ ეფექტურ მასას, შეუძლია სკინ სიღრმე გახადოს უფრო დიდი ვიდრე სტანდარტულ შემთხვევებში, მასშტაბთა განცალკევება უბიძგებს სითხეს უჩვეულო სტრუქტურების ფორმირებისკენ და იძლევა ენერგიათა გარდაქმნის ახალ საშუალებას. ნაშრომში შევისწავლით ასეთი სტრუქტურების მიკრო-მასშტაბური ველების ენერგიიდან მაკრო-მასშტაბური ველების ენეგიებად გარდაქმნას შებრუნებული დინამოთი და გადაგვარების ეფექტების გათვალისწინებით. ჩაწერილია აღმწერი განტოლებები განზოგადოებული წევრებით. ნაშრომში ვაჩვენეთ, რომ, როგორც კლასიკურ შემთხვევაში, ისე ამ გადაგვარებულ წყვილ-იონურ სითხეში, მაგნიტური და სიჩქარის ველების გენერირება ერთდროულად ხდება და შევაფასებთ თუ გადაგვარების და მაგნიტო-სითხური ბმებით გამოწვეულ დამატებულ წევრებს რა როლი ექნებათ ასეთი მაკრო-მასშტაბური ველების განვითარებაში