ka | en
ავტორიზაცია

მაგნიტური მარყუჟების გაცხელება/ფორმირება მზის ატმოსფეროში ნაწილობრივ იონიზირებული აირის ეფექტების გათვალისწინებით
ავტორი: მარიამი ქავთარაძესაკვანძო სიტყვები: მზის ატმოსფეროს გაცხელება, სტრუქტურების ფორმირება, ამბიპოლარული დიფუზია.
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია მზის მაგნიტური მარყუჟების ფორმირება/გაცხელების ამოცანა ნაწილობრივ იონიზებული დინებების გამოყენებით. უახლესი დაკვირვებების გათვალისწინებით მოდელში დაშვებულია დიდი რაოდენობით ნეიტრალების არსებობა (აირი სუსტად იონიზებულია). ასევე მოვახერხეთ სრულად იონიზებული სიტუაციის შედარება ნაწილობრივ იონიზებულთან, ატმოსფერული სტრუქტურების ფორმირება/გაცხელების თვალსაზრისით. ნაჩვენებია მაგნიტური მარყუჟების ფორმირების/გაცხელების მახასიათებელი პარამეტრების დამოკიდებულება ამბიპოლარი დიფუზიის პარამეტრზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ცხელი წონასწორული მაგნიტური მარყუჟის ფორმირების დრო მცირდება სუსტად იონიზებული სიტუაციებისათვის.