ka | en
Company Slogan TODO

წონასწორული ჩაკეტილი სტრუქტურების ფორმირება მზის ატმოსფეროში ნაწილობრივ იონიზირებული აირის ეფექტების გათვალისწინებით

ავტორი: George Meshveliani
საკვანძო სიტყვები: მზის ატმოსფეროს სტრუქტურები, წონასწორული მდგომარეობები, ამბიპოლარრული დიფუზია
ანოტაცია:

მზის დაკვირვებებმა გვიჩვენა რომ მზის ატმოსფერო დინამიურია და მას გააჩნია ნატიფი სტუქტურა. მზის ატმოსფეროში ვხვდებით უამრავ საინტერესო, განსხვავებული მაშტაბის სტრუქტურის მქონე წონასწორულ/კვაზი წონასწორულ ობიექტს, რომლებიც გამოწვეულნი არიან მზეზე მიმდინარე პროცესების გამო. ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ სტურქტურებს. დადგენილია, რომ სუსტად იონიზირებულ აირის დინებებს, რომლებიც დამზერილია მზის ზედაპირზე, შეუძლიათ შექმნან კორონაში არსებული სტრუქტურები. არსებული თეორიების უმრავლესობის მიხედვით ამ სტუქტურების გაცხელებასა და ფორმირებაში მთავარ როლს იღებს ჰოლის ეფექტი და დისიპაციური წევრები, სადაც, ნაკლებად ენიჭებოდა მნიშვნელობა ნაწილობრივ იონიზირებული აირში არსებულ ამბიპოლარული დიფუზიის ეფექტს. თუმცა უახლოესი ექსპერიმენტული დაკვირვებები და კვლევების შედეგები საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამბიპოლარული დიფუზიის ეფექტი მნიშვნელოვანია ამ ამოცანის განხილვისას და ჩვენი ნაშრომის მთავარი მიზანიც სწორედ ამის ჩვენებაა. ასევე ჩვენს შედეგებს ვადარებთ ძველ მიდგომებსა და ექსპერიმენტულ შედეგებს. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამბიპოლარული დიფუზიის გათვალისწინებით იზრდება წონასწორული სტრუქტურების მასშტაბთა მრავალფეროვნება და მიღებული თეორიული შედეგები უფრო რეალისტურს ხდის მაგნიტო-სითხური ბმების მოდელს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com