ავტორიზაცია
ტემპერატურის გავლენის შესწავლა Halyomorpha halys პოპულაციის დინამიკაზე თხილის ბაღის საექსპერიმენტო ნაკვეთში
ავტორი: სოფო ხუციშვილისაკვანძო სიტყვები: აზიური ფაროსანა, თხილის ბაღი, ტემპერატურა, დღე-გრადუსი
ანოტაცია:
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტემპერატურის გავლენის შესწავლა აზიური ფაროსანას პოპულაციის დინამიკაზე თხილის ბაღის საექსპერიმენტო ნაკვეთში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში. კვლევა მიმდინარეობდა 2017 წლის 20 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. საექსპერიმენტოდ შეირჩა თხილის ორი ნაკვეთი, რომელებიც მდებარეობდა სამეგრელოს რეგიონში, სოფელ რიყეში. ორივე ნაკვეთზე ყავისფერი კუსებურას მონიტორინგისთვის გამოიყენებული იქნა ფერომონიანი სატყუარები და ორმხრივ წებოვანი ხაფანგები. ყველა ხაფანგი მოწმდებოდა ყოველ კვირეულად და ხდებოდა ზრდასრული და ნიმფური სტადიების აღრიცხვა ცალ-ცალკე. ტემპერატურის აღრიცხვა ხდებოდა ყოველ დღიურად სოფ. ჭითაწყარში არსებული მეტეოსადგურის მიერ. ამ კვლევიდან გამომდინარე დგინდება რომ, H. halys-ის ზრდასრული ფორმების გამოსაზამთრებელი ადგილებიდან გამოსვლა, ისევე როგორც მათი ზრდის დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე, ხოლო პოპულაციის მაქსიმალური პიკი აღინიშნება 504.8-1117.5DD13.9 დღე-გრადუსზე.