ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი მიკრო და მაკრო კომპონენტის განსაზღვრა ქართულ ღვინოებში

ავტორი: ცირა ხარბედია
საკვანძო სიტყვები: ღვინო, სპილენძი
ანოტაცია:

ალკოჰოლიან სასმელებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის კვებით რაციონში და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაში. მათი ხარისხი, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია მიკროელემენტურ შედგენილობაზე. მიკროელემენტების უმეტესობა დიდ როლს ასრულებენ ალკოჰოლიან სასმელებში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში, ამასთან ტოქსიკური ბუნების გამო მათი კონცენტრაციები ლიმიტირებულია. ალკოჰოლიან სასმელებში გავრცელებულ მიკროელემენტებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია სპილენძს. ჩვენი მიზანი იყო აგვეთვისებინა ქართულ ღვინოებში სპილენძის განსაზღვრის ატომურ-აბსორბციული მეთოდი და აპარატურა; აღნიშნული მეთოდი შეგვედარებინა ღვინოში სპილენძის განსაზღვრის ექსტრაქციულ - ფოტომეტრულ და დანამატის მეთოდთან. გარდა ამისა, კვლევის მიზანი იყო ქართულ ღვინოებში რკინის, თუთიის, კალციუმის, მაგნიუმის და გოგირდოვანი ანჰიდრიდის რაოდენობის დადგენა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com