ka | en
Company Slogan TODO

რიბოსომული ცისტრონების აქტივობის შედარებითი შესწავლაორსულობის I, II და III ტრიმესტრის პერიოდებში

ავტორი: სალომე მოსიძე
ანოტაცია:

ორსულობა წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს მდედრობითი სქესის სხეულში, რომელიც იწყება მეორე რიგის ოოციტის განაყოფიერებით სპერმატოზოიდის მიერ და მთავრდება მშობიარობით. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ანატომიურ ცვლილებებზე პასუხისმგებელია გენეტიკური აპარატი. სხვადასხვა პათოლოგიებისა და ჩვენი ვარაუდით, სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროსაც იცვლება ქრომოსომათა სტრუქტურულ-რაოდენობრივი დარღვევების დონე, ბირთვაკის ორგანიზატორთა აქტივობა და ასოციაციური მაჩვენებელი. კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ორსულობის დროს აბერაციების დონის შესწავლა და სინთეზური პროცესების ინტენსივობის განსაზღვრა რიბოსომული ცისტრონების აქტივობის შეფასებით საქართველოში პირველად განხორციელდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქრომოსომათა აბერაციების, აქტიური ბირთვაკის ორგანიზატორებისა და აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის განსაზღვრა სხვადასხვა ტრიმესტრში მყოფ ორსულინდივიდებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განხორციელდაქრომოსომათა მუტაციების (აბერაციები, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, ფრაგილური საიტები) დონის განსაზღვრა;აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის დადგენა და ბირთვაკმაორგანიზებელი უბნების აქტივობის შეფასება ორსულობის I, II და III ტრიმესტრების პერიოდებში კვლევის მასალად გამოყენებული იყო ორსულობის I, II და III ტრიმესტრების პერიოდებში მყოფი ინდივიდების ლიმფოციტურ კულტურათა უჯრედები. შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ ორსულობის არც ერთ ტრიმესტრში აბერაციების დონე სარწმუნოდ არ იყო მომატებული. I ტრიმესტრში გაზრდილი იყო ფრაგილური საიტების შემცველი უჯრედების რიცხვი და ფრ. საიტების რაოდენობა ერთ უჯრედზე. რაც შეეხება სინტეზური პროცესების ინტენსივობას, შედეგებიდან გამომდინარე, ორსულობის სამივე ტრიმესტრში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია, რაზეც მიუთითებს Ag - დადებითი ქრომოსომების შემცველი უჯრედებისა და ასევე ერთ უჯრედზე Ag - დადებითი ქრომატიდების რიცხვი. აღნიშნული მაჩვენებელი მომატებული იყო 1 ქულიანი Ag - დადებითი ქრომატიდების რაოდენობის მატების ხარჯზე (როგორც D, ასევე G ჯგუფის).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com