ავტორიზაცია
,,ნედლი საქონლის ხორცის, ცივად შენახვის ვადის გახანგრძლივების შესწავლა ორგანული მჟავების ზემოქმედებით’’
ავტორი: მაშო ფანჩვიძეანოტაცია:
პროექტის რეზიუმე (რეკომენდებულია 200 სიტყვამდე) საკვები პროდუქტების შენახვის ვადის გახანგრძლივება, მათი ხარისხისა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუარესების გარეშე, თანამედროვე საკვები პროდუქტების წარმოების ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა გაცივებული ხორცის შენახვის ვადის გახანგრძლივება, რომლისათვისაც ეფექტური, იაფი და უვნებელი ტექნოლოგიური მიდგომის მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა. რადგან, ხორცის შენახვის ვადის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი მისი ბაქტერიული ,,გაფუჭებაა”, ამიტომ პერსპექტიულია სწორედ ამ მიკროორგანიზმების დათრგუნვის შესაძლებლობის შესწავლა და მათზე მიღებული შედეგების ექსტრაპოლირება გაცივებული ხორცის შენახვაზე. ამ კუთხით, პერსპექტიულ აგენტებად გამოიყურება ორგანული მჟავები, რომლებიც კონსერვანტებად ისედაც გამოიყენება კვების მრეწველობაში და მათი მოქმედების მექანიზმი - პროდუქტის მჟავიანობის დაწევით ლპობის მიკროფლორის რეპრესია - იაფი და ეფექტური მექანიზმების ჯგუფს განეკუთვნება. ამ კუთხით პერსპექტიული ხორცთან მიმართებაში კრებსის ციკლის ორგანული მჟავების მოქმედების შესწავლაა, რადგან ისინი ხორცის ბუნებრივი კომპონენტებია და პროდუქტში არ გამოიწვევენ მისთვის არადამახიათებელი აგენტების დაგროვებას. ამ მჟავების გავლენის შესწავლა ხორცის უვნებლობის მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე საშუალებას მოგვცემს შევარჩიოთ ეფექტური მჟავა ან მჟავების კომბინაცია, ექსპოზიციის დრო და ხორცის დამუშავების მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზე შეიქმნება გაცივებული ხორცის ტექნოლოგიური დამუშავების სქემა მისი შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით, რასაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედი შორსმიმავალი ეფექტიც ექნება.
მიმაგრებული ფაილები:
,,ნედლი საქონლის ხორცის, ცივად შენახვის ვადის გახანგრძლივების შესწავლა ორგანული მჟავების ზემოქმედებით’’ [ka]