ka | en
ავტორიზაცია

სოლიტონების ლანდაუ-ზენერის ტუნელირება
ავტორი: გუგა ხუნძაკიშვილისაკვანძო სიტყვები: ტუნელრება, სოლიტონი, შესავალი, გამოსავალი, ოსცილატორი
ანოტაცია:
ენერგეტიკულ დონეებს შორის გადასვლები მზარდი ინტერესის ობიექტია ფიზიკაში, დაწყებული ბორ-ოპენჰაიმერის მიახლოებიდან დღემდე, ულტრაცივი მოლეკულების მიღების საკითხში და ასევე კვანტური ფაზური გადასვლებისას. ამ მოხსენებაში მოვიყვან ლანდაუ-ზენერის ტუნელირების ფიზიკურ შინაარსს და განვიხილავ მის მექანიკურ ანალოგიას: სოლიტონების ლანდაუ-ზენერის ტუნელირების ეფექტს ორ სუსტად ბმულ ფერმ-პასტა-ულამის ჯაჭვში. მხედველობაში მივიღებ ურთიერთქმედების არაწრფივ წევრებს და ვაჩვენებ როგორ არღვევს არაწრფივობა პროცესის სიმეტრიულობას. ანალიზურ გამოთვლებთან ერთად მოცემულია რიცხვითი გამოთვლების გრაფიკული შედეგებიც.