ავტორიზაცია
საწარმოს მართვის პროგრამული სისტემა
ავტორი: ომარი გელბახიანიანოტაცია:
საწარმოო რესირსების მართვის სისტემა წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვის კომპლექსურ გადაწყვეტილებას.მასში ინტეგრირებული მოდულებისა და აპლიკაციების მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციოს შეგროვება,შენახვა,მართვა და რეფერირება ბიზნესის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე,კომპანიებისთვის ძალზე რთულია საქმიანობის საკუთარ სტრატეგიასა და მიზნებთან ზედმიწევნით თანხმობაში წარმართვა,არ არსებობს წვდომა საჭირო ინფორმაციაზე რეალურ დროში, შესაბამისად,შეუძლებელია პრობლრმური საკითხების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება.შედეგად,კომპანიები ხელიდან უშვებს და კარგავს მრავალ შესაძლებლობას,რაც მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცნობილი .ამასთანავე კორპორატიული მიზნების მიღწევა ძალზედ რთულია,როდესაც ადამიანური რესურსი ორგანიზაციულ მიზნებთან არაა თანხვედრაში.კომპანიის ხარჯების დონე,საოპერაციო თვალსაზრისით,მაღალია, რაც პროცესების დაბალი სტანდარტიზაციით,ეფექტიანობითა და კოლაბორაციული ფუნქციები ვერ ვრცელდება მთლიან კომპანიაზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, კომპანიებს არ გააჩნია ორგანოზაციის ხედვა,კერძოდ, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვიანობის ფუნქციონირება მოიკოჭლებს ,რომ აღარაფერი ვთქვათ ბიზნესანალიტიკურ შესაძლებლობრბზე.შედეგად, ყველაფერ ამას კომპანია მიჰყავს დაბალ შემოსავლიანობამდე, ფინანსურ და რისკების მართვამდე.ბიზნესპროცესების ინტეგრაციისა და ოპტიმოზაციის გარეშე კომპანიებს აქვს მაღალი ინტეგრაციის ხარჯები და როგორც წესი,უწევთ პროგრამული უზრუნველყოფის მესამე,გარე მხარისგან შეძენა,რაც ხშირად არაეფექტურია და იწვევს ფინანსური რესურსის გადაჭარბებულ ხარჯვას. რაც შეეხება ადამიანური რესურსების მართვას კომპანიაში,ძალზე რთულია ჩამოყალიბდეს კარიერისა და განვითარების გეგმები საქმის მოწინავე შემსრულებელთათვის,ადამიანებისთვის,რომელიც მართლაც ფასეულ რესურს წარმოადგენენ კომპანიისთვის. ნაშრომში ნაჩვენებია 1С უმაღლესი დონის სისტემის მაგალითი. იგი საშუალებას იძლევა სწორად დაიგეგმოს ბიზნეს პროცესები და მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს რეალურ დროში მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.