ავტორიზაცია
მობილურ პლათფორმაზე დაფუძნებული აპლიკაცია სტუდენტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემისთვის
ავტორი: ლევან ქარქუსაშვილითანაავტორები: ბექა საზუაშვილი, საბა ხუტუაშვილი
საკვანძო სიტყვები: მობილურ პლათფორმაზე დაფუძნებული აპლიკაცია სტუდენტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემისთვის
ანოტაცია:
გასულ წლებში IT ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო მობილური მოწყობილობების სწრაფი გაფართოება. მოწყობილობებისგანვითარებასთან ერთად ისინი გახდნენ სხვადასხვა სისტემების ნაწილი და ყოველდღიურობის შეუცვლელი კომპონენტი. მიუხედავად იმისა რომ, ბოლო დროსსმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების წარმადობა საგრძნობლად არის გაზრდილი, მაინც დიდია სხვაობა პერსონალურ კომპიუტერებს, სერვერებსა დამობილურ მოწყობილობებს შორის: მაგალითად, მობილური მოწყობილობები გაცილებით მოუხერხებელია გრაფიკული და მსგავსი ტიპის რთული სამუშაოებისშესასრულებლად, რადგან მისი ზომა და შედარებით დაბალი წარმადობა არაკომფორტულს ხდის ამ ტიპის საქმისათვის. მოგეხსენებათ, დღეისათვის სმარტფონები კომპიუტერული მოწყობილობების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს, რაც განპირობებულია მათი მრავალმხრივიუპირატესობით სხვა მოწყობილობებთან შედარებით. სმარტფონი უკვე იქცა ადამიანის „განუყრელ მეგობრად“ და მის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა თითქმისწარმოუდგენელია. სწორედ ასეთი პოპულარობითაა განპირობებული ის საკითხი, რომ წარმოუდგენელია ნორმალური კომპანია, რომელსაც ორ ძირითად მობილუროპერაციულ სისტემაზე მაინც არ ჰქონდეს აპლიკაცია. მობილური აპლიკაციის უქონლობა ქმნის ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტის გამოყენებას არაკომფორტულს.მომხმარებლები მუდმივად აპროტესტებენ, თუ რატომ უნდა მიმართონ კომპიუტერს, როდესაც ხშირად ჯიბეში უფრო მძლავრი მოწყობილობაც კი უდევთ. თავის მხრივ,სმარტფონზე პროდუქტის/სერვისის გამოყენება მოსახერხებელი და მომხმარებელზე მორგებული რომ იყოს აუცილებელია მობილური აპლიკაცია, რადგან არსებობსბევრი სერვისი და ფუნქციონალი, რომელსაც ბრაუზერში ვერ მოვათავსებთ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ვებ-გვერდი მობილურზე მორგებული იყოს, ისმაინც დატოვებს არასრულფასოვნების შეგრძნებას მომხმარებელში. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სტუდენტები არიან ის სეგმენტი, რომელიც კიდევ უფროახლოსაა ჭკვიან ტექნოლოგიებთან და უფრო ინტენსიურად იყენებენ მათ. უნივერსიტეტის შიდა პორტალის დახმარებით შეგვიძლია ბევრი სასწავლო პროცესისგაკონტროლება და წარმართვა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს ამ ბაზის მობილური აპლიკაცია, რათა მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ სტუდენტებსუნივერსიტეტის ციფრულ გარემოსთან ურთიერთობისას.