ავტორიზაცია
ზღვისპირა აჭარის ბუნებრივი გარემო და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ასპექტები
ავტორი: დიანა ხახუტაიშვილიანოტაცია:
ნაშრომი შედგება სამი თავისაგან. პირველ თავში განხილულია ბუნებრივი გარემოს მრავალფეროვნება. კერძოდ: რელიეფი,ჰავა,შიგა წყლები, ნიადაგ-მცენარეული საფარი და ა. შ., სადაც აქცენტი კეთდება ანთროპოგენურ ტრანსფორმაციაზე და გარემოს შენარჩუნების, აღდგენის და კვლავწარმოების ასპექტებზე. მეორე თავი მიძღვნილია ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაციაზე. ამ თავში განხილულია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემები. ასევე აღნიშნული თავი შეეხება შავ ზღვას და მის ეკოლოგიურ პრობლემებს. მესამე თავში გაანალიზებულია ლანდშაფტური პოტენციალი და ბუნებათსარგებლობის საკითხები. მოცემულია რეკომენდაციები და დასკვნები. კვლევა ემყარება მულტიფაქტორულ (მრავალკომპონენტურ) მიდგომას. იგი რომელიმე ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება. კვლევისას გამოყენებულია აღწერილობითი, კარტოგრაფიული, საველე, შედარებითი ანალიზისა და სოციალური კვლევის მეთოდი. ნაშრომში მოცემული რეკომენდაციები და დასკვნები ჩვენი აზრით გარკვეულ დახმარებას გაუწევს რეგიონს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ხასიათის პრობლემების მოგვარებაში.