ავტორიზაცია
მეწყრული პროცესების ლაბორატორიული მდოელირება და ვეივლეტ ანალიზი
ავტორი: ლევან დვალისაკვანძო სიტყვები: გეოფიზიკა, მეწყერი, მეწყრის მოდელირება, ტრიგერირება, სპექტრული ფურიე და ვეივლეტ ანალიზი.
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია გარეშე ფაქტორებით ტრიგერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირების შედეგები, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აწყობილი იქნა რამდენიმე ექსპერიმენტული დანადგარი. მეწყრული მოვლენების პროცესში მიმდინარე არათანაბარი ხახუნის (სტიკ-სლიპის) მოვლენების შესასწავლად მომზადდა ზამბარა-ბლოკის და ბურიჯ-კნოპოვის ტიპის დანადგარები, სადაც შესაძლებელია დახრის კუთხის ცვლილება და ექსპერიმენტების ჩატარება გარემოს ტენიანობის და გაწყლიანების ცვლილების პირობებში. ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაოები აკუსტიკური ემისიის საშუალებით მეწყრების კვლევაზე. ჩატარებულია სტიკ-სლიპის პროცესის მათემატიკური და რიცხვითი მოდელირების სამუშაოები. შეფასდა ტრიგერირების პირობები გარეშე პერიოდული ზემოქმედების და ტენიანობის ცვლილების შემთხვევებში. მიღებული შედეგები დამუშავდა სხვადასხვა სპექტრული და უახლესი მონაცემთა ანალიზის მეთოდების საშუალებით.
მიმაგრებული ფაილები:
მეწყრული პროცესების ლაბორატორიული მოდელირება და ვეივლეტ ანალიზი [ka]