ka | en
Company Slogan TODO

შიდა ქართლის რეგიონში განვითარებული საშიში სტიქიური პროცესების შეფასება

ავტორი: zurabi rikadze
საკვანძო სიტყვები: გეომორფოლოგია, საფრთხე, შეფასება, პროცესები.
ანოტაცია:

თანამედროვეობის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას გეოგრაფიულ გარსში მიმდინარე საშიში სტიქიური პროცესების დროსა და სივრცეში განვითარება წარმოადგენს, რომლის გამომწვევი მიზეზი როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენურია. ამ უკანასკნელს აღნიშნული პროცესების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების საერთო ფონზე ადამიანის საცხოვრებელი სივრცე იზღუდება, ამიტომ იგი ცდილობს აითვისოს ისეთი ადგილები, რომლებსაც რთული ბუნებრივი პირობები გააჩნიათ. ხშირად ყოველივე ამას სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვის გარეშე აკეთებს, ეს კი პროვოცირებას უკეთებს ისეთ საშიშ სტიქიური პროცესების დროსა და სივრცეში განვითარებას, როგორიცაა: მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა, ნაპირგარეცხვა და სხვა. ამ ნეგატიურ პროცესებს კი მოაქვთ დიდი ფინანსური ზარალი და ხშირია ადამიანთა მსხვერპლიც. რაც ყველაზე სამწუხაროა, მსოფლიოსთვის ყოველივე ეს კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისს არც საქართველო, კერძოდ კი შიდა ქართლის რეგიონი წარმოადგენს, სადაც აღნიშნული პროცესებით ყოველწლიურად ზიანდება საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ეს კი იწვევს დიდ ფინანსურ ზარალს და თუ გავითავლისწინებთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მაშინ ცხადი გახდება თუ რაოდენ ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ზედმეტად გაწეული ხარჯები ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ ამ საკითების კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემი კვლევის მიზანსაც სწორედ შიდა ქართლის რეგიონში განვითარებული საშიში სტიქიური პროცესების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მთავარი მიზეზების დადეგნა წარმოადგენს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com