ka | en
Company Slogan TODO

გენტამიცინიანი DPPC და DPPA ლიპოსომების E.coli ბაქტერიაზე მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ფიზიკური მეთოდებით

ავტორი: ჯუნა სულაშვილი
საკვანძო სიტყვები: გენტამიცინი, გენტამიცინიანი DPPA და DPPC ლიპოსომები, ტურბიდიმეტრი
ანოტაცია:

ბაქტერიული ზრდის პროცესზე დამზერა და იმის შესწავლა, თუ როგორ ხდება ბაქტერიებზე სხვადასხვა მედიკამენტების მოქმედება არის მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ეხება ბაქტერია E.coli-ის გამრავლებას და მის დამოკიდებულებას სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ანტიბიოტიკი გენტამიცინი და კომპლექსური ლიპოსომები, კერძოდ, გენტამიცინიანი DPPA და DPPC ლიპოსომები, რომლებიც დამზადებულ იქნა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდით. ანტიმიკრობული აგენტების ეფექტურობის დასადგენად, ჩვენ კვლევებში, გამოვიყენეთ ტურბიდიმეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დროის რეალურ რეჟიმში უწყვეტად ვადევნოთ თვალყური ბაქტერიების რაოდენობის ცვლილებას ხსნარის სიმღვრივის გაზომვით. ტურბიდიმეტრული მეთოდით ასევე შესწავლილ იქნა ბაქტერიების ზრდის შეჩერების მიზეზები სტაციონალურ ფაზაში. ვაჩვენეთ, რომ ბაქტერიების გამრავლების სტაციონარულ რეჟიმის ხსნარში არის საკმად ბევრი საკვები არე და ბაქტერიების გამრავლების პროცესის შეჩერებას იწვევს სხვა ფაქტორები. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ გენტამიცნიანი DPPA და DPPC ლიპოსომების გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სუფთა სახით გენტამიცინის გამოყენება. ლიპოსომებთან კომპლექსში მყოფი ანტიბიოტიკების გამოყენებას ის უპირატესობა აქვს, რომ ანტიბიოტიკის კონცენტრაცია მცირეა ლიპოსომებში და, ამასთანავე, ანტიბიოტიკის დანიშნულების ადგილას მიტანა ხდება მინიმალური დანაკარგებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com