ავტორიზაცია
მონაცემთა ბაზის სტრუქტურები საინფორმაციო სისტემებში
ავტორი: თამარ პაპავაძესაკვანძო სიტყვები: მონაცემთა ბაზის სტრუქტურა
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია მონაცემთა ბაზის სტრუქტურები საინფორმაციო სისტემებში, მათი შექმნა, შენახვა და გამოყენების საკითხები. განხილულია რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორად შექმნა, რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს არასწორად აწყობილ მონაცემთა ბაზის სტრუქტურას. განსაზღვრულია არსებული რელაციული კავშირები ცხრილებს შორის და მათ შორის განსხვავებები. მოყვანილია მონაცემთა შენახვის ოპტიმიზაციის გზები და ხერხები, რათა არ მოხდეს მონაცემთა არაოპტიმალურად შენახვა და შემდეგ მათი არასწორად დამუშავება. კარგად არის ნაჩვენები რატომ უნდა გამოვიყენოთ MS SQL Server და რა დადებითი მხარეები აქვს მის გამოყენებას სხვადასხვა თვალსაზრისით. დეტალურად განხილულია MS SQL Server მონაცემთა ბაზის ისეთი ასპექტები, როგორიცაა ქმედითუნარიანობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, მაშტაბურობა. აღწერილია მონაცემთა ბაზების გამოყენება ვებ ტექნოლოგიებში. განხილულია ქმედითიანობა და ეფექტურობა მონაცემთა ბაზების დამუშავებაში და მონაცემთა ანალიზის პროცესი. ასევე მოყვანილია მაგისტრატურის ნაშრომის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და აღწერია ცრილები მათი ატრიბუტებით, რომელთა შექმნაც და გამოყენებაც ხდება კონკრეტული დავალების შესასრულებლად.