ავტორიზაცია

ნანონაწილაკები და PLGA ნანონაწილაკების თერმოდინამიკური თვისებები
ავტორი: ანა კაკაბაძესაკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, ნანოტექნოლოგია, წამლის გადამტანი ნანონაწილაკები.
ანოტაცია:
ფართოდ გამოკვლეული ბიოდეგრადირებული ნანონაწილაკები , ფორმულირებული პოლი (D,L-lactide-co-glycolide) (PLGA) გამოიყენება განსხვავებული აგენტების(რომელშიც შედის დნმ , ცილები პეპტიდები და დაბალმოლეკულური მასის ნაერთები) გამძლე და მიზანმიმართული გადატანისთვის. ნანონაწილაკების უჯრედული (intracellular) შთანთქმის მექანიზმის კვლევა , მათი კლასიფიცირება და მოძრაობა განსხვავებულ უჯრედულ უბნებში , ნანონაწილაკში კაფსულირებული აგენტის თერაპევტული ეფექტურობის ამაღლების მექანიზმი უჯრედულ დონეზე არის მეტად ახალი და ძირითადი განხილვის ფოკუსში . უახლესმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს PLGA ნანონაწილაკების სწრაფი გამოსვლა ენდო-ლიზოსომური უბნიდან ციტოზოლში მათი შთანთქმის შედეგად. ზემოაღნიშნული მექანიზმის საფუძველზე , ნანონაწილაკების თერაპევტული აგენტების უჯრედებსა და ქსოვილებში მიწოდების მრავალი პოტენციური გამოყენება არის განხილული . გამოკვლეული იქნა PLGA ნანონაწილაკების დამზადებისას გარემოებების გავლენა თერმულ სტაბილურობაზე. ჰერმეტული დაშლის ტემპერატურა დამოკიდებულია PLA/PGA ის თანაფარდობაზე . ნანონაწილაკის მაქსიმალური დეკაფსულაციის ტემპერატურა ხდება თანაფარდობისას PLA/PGA 85/15. ჰერმეტიზაციის ნგრევის ტემპერატურა არ არის დამოკიდებული PVA და PLGA ხსნარების შერევის ტემპერატურაზე მომზადების პროცესისას ასევე არც ჰომოგენიზაციის ტემპერატურაზე
მიმაგრებული ფაილები:
ნანონაწილაკები და PLGA ნანონაწილაკების თერმოდინამიკური თვისებები [ka]