ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა შემადგენლობის PLGA ნანონაწილაკების სტაბილობის განსაზღვრა დროში და ტემპარატურის მიხედვით კალორიმეტრული მეთოდით

ავტორი: გვანცა ტონია
თანაავტორები: თამაზ მძინარაშვილი; მარიამ ხვედელიძე; ეკა შეყილაძე; ალიოშა კოენნე; მარკ შნეიდერი.
საკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკი, სტაბილიზატორები, სტაბილობა, დრო, ტემპერატურა, ნანოკომპლექსები
ანოტაცია:

ნაშრომში PLGA ნანონაწილაკების დამზადებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის სტაბილიზატორები, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით უზრუნველყოფენ PLGA ნანონაწილაკების სტაბილობას და გავლენა აქვთ წამლების გამოთავისუფლების კინეტიკაზე. აღნიშნულ ნანონაწილაკებს ქმნის რძისა და გლიკოლის მჟავების სინთეტური მოლეკულებისა (სხვადასხვა პროცენტული თანაფარდობით) და სტაბილიზატორის მოლეკულების კომპლექსი. როგორც წესი, მიღებული ნანონაწილაკები წარმოადგენენ 100-200 ნმ დიამეტრის სფერულ ობიექტებს. მომზადდა რამდენიმე ტიპის პოლი რძისა და გლიკოლის მჟავის კომპლექსი, იგივე PLGA (Poly lactic-co-glycolic acid) ნანონაწილაკი, მათ დამზადებაში გამოყენებული იყო სტაბილიზატორები: Pl 35, Pl 10RS და DMAP. კვლევებით განისაზღვრა მიღებულ ნაწილაკებზე გარე პარამეტრების ზემოქმედებით გამოწვეული სტრუქტურული ცვლილებები და მათი დროსა და ტემპერატურის მიმართ სტაბილობა; სტაბილობის დადგენის მიზნით ჩატარდა PLGA ნანონაწილაკების კალორიმეტრული კვლევები, სადაც ყურადღება გამახვილდა სტაბილიზატორების როლზე ნანონაწილაკების სტაბილობაში. ასევე ჩატარდა კვლევები, PLGA ნანონაწილაკებისა და ჰიდროფობული ბუნების Tetrandrine-ის კომპლექსების იმ სტრუქტურული ცვლილებების განსასაზღვრად, რომელიც წამლის ნანონაწილაკის სტრუქტურაში მოთავსებამ განაპირობა. განისაზღვრა წამლიანი PLGA ნანონაწილაკების კომპლექსის სტრუქტურული ცვლილებები დროისა და ტემპერატურის მიხედვით, როგორც კალორიმეტრულად, ასევე სპექტროფოტომეტრის საშუალებით. სპექტროფოტომეტრული კვლევას ჩატარდა SPECTRO UV-UIS DUAL BEAM 8 AUTO CELL (UVS-2800) და (Lambda 38, PerkinElmer, Rodgau, Germany) ხელსაწყოებზე. ნანონაწილაკები დაცენტრიფუგირდა Heraeus Multifuge X1R Centrifuge (Thermo Fisher Scientific, Waltham, MA, USA) გამოყენებით; ჩატარებულმა კვლევებმა მეტად საინტერესო შედეგები გამოკვეთა, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ნანონაწილაკების (სუფთა PLGA და წამალთან კომპლექსური ნანონაწილაკები) სტრუქტურული ცვლილებები დამოკიდებულია, როგორც სტრუქტურაში არსებული სტაბილიზატორის მოლეკულებზე, ასევე ტემპერატურასა და დროის შუალედზე. ნაშრომი ეფუძნება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოფიზიკის დეპარტამენტისა და ზაარლენდის უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის (ზაარბრიუკენი, გერმანია) ერთობლივ კვლევებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com