ka | en
Company Slogan TODO

გეოლოგიური ანგარიშის შედგენის კარტოგრაფიული მეთოდოლოგია

ავტორი: რომან კუმლაძე
საკვანძო სიტყვები: გეოლოგია, კარტოგრაფია, კარტოგრაფიული მეთოდოლოგია
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორიის რეგიონული გეოლოგიური კვლევები, რომლებიც მოიცავს მრავალმიზნობრივი დანიშნულების რუკების შედგენას და გამოცემას, უკანასკნელად გასული საუკუნის 60-70 წლებში ჩატარდა. დღეს რა თქმა უნდა უკვე მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს. უკანასკნელი სამი ათეული წელია, რაც გეოლოგიურ მეცნიერებაში ფართო აღიარება ჰპოვა მიწის ქერქის ევოლუციის ე. წ. მობილისტურმა თეორიამ, რომელშიც შესაძლებელი გახდა გეოლოგიური შინაარსის რუკების ახლებური პოზიციებიდან შედგენა და მათ საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის სახეობების პროგნოზირება. გეოლოგიურ რუკებს შორის 1:200 000 -იანი მასშტაბის გეოლოგიური რუკა და მის საფუძველზე შექმნილი სხვადასხვა დანიშნულების სპეციალიზებული რუკები კომპლექტი გამოირჩევა ინფორმაციულობით. აღნიშნულ რუკებში და მათ განმარტებით ბარათებში მოყვანილი ინფორმაციის მომხმარებელია ქვეყნის სამრეწველო-სამეურნეო კომპლექსის თითქმის ყველა დარგი (მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მედიცინა, ტურიზმი, ნავთობ და გაზსადენის, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების, გვირაბების, წყალსაცავების, მელიორაციული სისტემების მშენებლობა და სხვა) და ეკონომიკური პროფილის სამსახურები. ამრიგად, გეოლოგიური დანიშნულების სპეციალიზებული რუკების შექმნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ემსახურება და შესაბამისად მისი შესრულება სახელმწიფო ინტერესებში შედის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com