ka | en
Company Slogan TODO

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულთა სისხლში თირეოიდული ჰორმონებისა და ლიპიდური სპექტრის შესწავლა

ავტორი: თინათინ სამუშია
ანოტაცია:

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფს წარმოადგენს ენდოკრინულ დარღვევათა შორის. ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტებში ერთ-ერთ ძირითად დამახასიათებელ ნიშანს ლიპიდური სპექტრის ცვლილება, ანუ დისლიპიდემია წარმოადგენს, რაც უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება თირეოიდული ჰორმონების უარყოფით მოქმედებას ლიპიდების მეტაბოლიზმზე. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულთა სისხლში თირეოიდული ჰორმონებისა და ლიპიდური სპექტრის ცვლილების შესწავლა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა დისლიპიდემიის განვითარება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების, განსაკუთრებით კი ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში რაც გამოიხატა ერთი მხრივ ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მატებით და მეორეს მხრივ კი მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მკვეთრი შემცირებით. ასევე დადგენილ იქნა ე.წ. სუბკლინიკური ჰიპოთირეოიდიზმის განვითარება აღნიშნული პათოლოგიის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რაზეც თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის ნორმის ფარგლებში ცვლილება მიუთითებს. გარდა ამისა როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოვლენილ იქნა, დადებითი ურთიერთკავშირი TSH-ის კონცენტრაციასა და ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტეროლის რაოდენობის ცვლილებას შორის და უარყოფითი ურთიერთკავშირი TSH-სა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის.


მიმაგრებული ფაილები:

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებულთა სისხლში თირეოიდული ჰორმონებისა და ლიპიდური სპექტრის შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com