ავტორიზაცია
ენანტიომერული ნარევების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების გამოთვლა ქრომატოგრაფიული ანალიზის საფუძველზე
ავტორი: ბექა ბედელაძეთანაავტორები: აკად. ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, ენტროპიის ცვლილება, ენთალპიის ცვლილება, ელუირების რიგის ცვლილება
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია სითხური ქრომაატოგრაფიის მეთოდით გამოკვლეული ტრიაზოლების ნაწარმის 6 ენანტიომერის დაყოფის სელექტიურობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. გამოყენებული იქნა 3 სტაციონარული ფაზა და 1 ტიპის მოძრავი ფაზა. ნაშრომის მიზანი იყო დაგვედგინა ენანტიომერების დაყოფაზე - ენანტიოსელექტიურ ფაქტორზე (α) თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი - ენთალპია თუ ენტროპია ახდენდა გავლენას. მიღებული ქრომატოგრამებიდან მოვახდინეთ ენანტიოსელექტიური ფაქტორის α-ს გამოთვლა. ამის შემდეგ აიგო ვანტ-ჰოფის დამოკიდებულება სელექტიურობის ნატურალური ლოგარითმის (lnα) აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე (1/T) დამოკიდებულების სახით. ვანტ-ჰოფის დამოკიდებულებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა გამოგვეთვალა ენანტიომერული ნარევების ენტროპიებისა და ენთალპიების ცვლილებების სხვაობა და ამის საუძვეელზე შესაძლებელი გახდა გვემსჯელა თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი ან პარამეტრები ახდენდნენ ძირითად გავლენას მათ დაყოფაზე.