ავტორიზაცია
ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ნაერთების ანტისიმსივნური ეფექტის შეფასება MEC1 უჯრედულ კულტურაზე
ავტორი: ნინო მაისურაძესაკვანძო სიტყვები: ადამანტანის წარმოებულები, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, იმუნოფენოტიპირება.
ანოტაცია:
სიმსივნე რჩება XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად, მაღალია სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი, მათ შორის აღსანიშნავია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია - რომლის მკურნალობის მთავარ საშუალებას წარმოადგენს ქიმიოთერაპია, ამ ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაღალეფექტური და ნაკლებტოქსიკური ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების ძიება და შექმნა, ფარმაკოლოგიური აქტიურობის ფართო სპექტრის გამო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ორგანული ნაერთები. კვლევის მიზანს წარმოადგენს ადამანტანის ბაზაზე სინთეზირებული ნაერთების ბიოლოგიური მოქმედების შესწავლა, მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევა in vitro MEC1 სიმსივნურ უჯრედულ კულტურაზე. კვლევაში გამოყენებული ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ნაერთები მოწოდებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ლაბორატორიის მიერ, რომლებიც შეირჩა ანტისიმსივნური აქტიურობის ნიშნით მათემატიკური მოდელირების გამოყენებით. ადამანტანის რადიკალის არსებობა პრეპარატის მოლეკულაში ხშირ შემთხვევაში ზრდის მის აქტიურობას და ამცირებს ტოქსიკურობას. კვლევის ფარგლებში ხდებოდა MEC1 ლეიკემიური უჯრედების კულტივაცია საკვლევ ნივთიერებასთან, შესწავლილ იქნა უჯრედული ციკლისა და აპოპტოზის მახასიათებლები გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით განსხვავებული დროისა და დოზირების რეჟიმის პირობებში, პარალელურად მზადდებოდა ციტოპრეპები. კვლევის შედეგად დადასტურდა ადამანტანის წარმოებულების ანტისიმსივნური აქტიურობა, ნივთიერებების დაბალი კონცენტრაციებით გამოყენებისას შეფასდა უსაფრთხოების დოზების მისაღები ზღვარი, დადასტურდა ნაერთების მოქმედების პროლონგირებული დადებითი თერაპიული ეფექტები.