ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: პაპუნა ნავდარაშვილი
თანაავტორები: აკად. ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური, სულფოქსიდები, სითხური, ქრომატოგრაფია, ენანტიომერები, დაყოფა, სტაციონალური, მოძრავი, ფაზა.
ანოტაცია:

სამუშაოს მიზანი იყო ახლად დასინთეზებული, მსგავსი სტრუქტურის მქონე ქირალური სულფოქსიდების გაანალიზება მაღალეფექტური სითხური ქრომაოგრაფიის მეთოდით და კორელაციური კავშირის დადგენა საანალიზო ნივთიერება/ ქირალური სელექტორის სტრუქტურასა და ენანტიოსელექტივობას შორის. ამავდროულად, მოცემული ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილების შესწავლა პოლისაქარიდული ქირალური სორბენტებით სხვადასხვა ბუნების მოძრავი ფაზების გამოყენებისას. გამოვლენილ იქნა კავშირი საანალიზო ნივთიერების, სტაციონალური და მოძრავი ფაზების სტრუქტურასა და ენანტიოსელექტიობას შორის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com