ka | en
Company Slogan TODO

უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოს არიდული რაიონების მცენარეთა სავეგეტაციო ორგანოებზე გალწარმომქმნელი ზოგიერთი უხერხემლო ცხოველი

ავტორი: თამარ ნოზაძე
საკვანძო სიტყვები: გალი, გალწარმომქმნელი ორგანიზმები, მცენარისა და გალწარმომქმნელის კოაქციის ფორმა
ანოტაცია:

მცენარეთა გალები ანუ ტერატოზები, იგივე „სიმახინჯეები“ წარმოადგენენ მცენარეული ქსოვილის დეფორმაციის შედეგად წარმოქმნილ სათანადო გამონაზარდს. თავად გალწარმომქმნელი ორგანიზმები ტაქსონომიური მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. გალწარმოქმნის თვალთახედვით უხერხემლო ცხოველებიდან მწერების კლასი (Insecta) დომინირებს. ამ მწერებში მოისაზრება ისეთი რიგის წარმომადგენლები როგორებიცაა: ხოჭოები (Coleoptera), სიფრიფანაფრთიანები (Hymenoptera), ქერცლფრთიანები (Lepidoptera), ორფრთიანები (Diptera), ნახევრადხეშეშფრთიანებიდაან (Hymenoptera) ფსილიდების ოჯახი (Psylloidae). მწერების კლასის წარმომადგენლების გარდა გალებს ასევე წარმოქმნიან ბრტყელი ჭიები (Plathelminthes). მწერების მიერ წარმოქმნილი გალები არიან გამორჩეული, დეფორმირებული მცენარეული სტრუქტურები, რომლებსაც წარმოქმნიან ზოგიერთი მცენარით მკვებავი (ჰერბივორები) მწერები. გალი მწერებისათის საკუთარ მიკროჰაბიტატს, ასევე საკვების წყაროს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოწვეულია ლარვისაგან (ნიმფებისაგან) მცენარეთა ქსოვილების ქიმიური სტიმულაციით. გალების წარმოქმნის შემდგომ ლარვა ვითარდება გალის შიგნით სრულ მეტამორფოზამდე, რომლის შემდგომაც ისინი ტოვებენ გალს. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი წარმოიქმნას მწერები მცენარეებში სავეგეტაციო პერიოდის პირველ ნახევარში უნდა შეიჭრან. ამ დროს მცენარეული უჯრედების გაყოფა სწრაფად ხდება. ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ეს ხდება გაზაფხულზე, როდესაც ზრდის სეზონია, მაგრამ ტროპიკებში მცენარეთ მარადმწვანეოობის გამო, ეს პერიოდი გახანგრძლივებულია. გალის ფორმირება საასიმილაციო ზედაპირზე გარკვეული სტრატეგიის შემცველია.ეს ითქმის გალის წარმომქმნელ ცხოველური ორგანიზმის, ისე თვით მცენარის რეაქციის თვალსაზრისით. ამგვარად, ევოლუციური თვალთახედვით გამოდის, რომ ორი ორგანიზმიდან ერთია თავდამსხმელი (გალწარმომქმნელი) და მეორე- პატრონი (მკვებაავი) მცენარე თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) შესატყვის გზა მოინახოს. გალწარმომქმნელი მწერები იშვიათად ანადგურებენ პატრონ მცენარეს. მსგავსი თანაცხოვრების ერთ-ერთი გამოვლენა არის ის, რომ გალწარმომქმნელი რამდენიმე გზით იყენებს მცენარის მიერ პროდუცირებულ გალს. მიკროგარემოდ ანუ ოიკოსად, საკვებადს და გასამრავლებლად. ქლოროფილმოკლებულ გალი მცენარეულ სუბსტრატში-მიკროგარემოში თავდამსხმელი არსება გაცილებით დაცულია, ე.ი. იზოლირებულია მისთვის მტრული აბიოტური და ბიოტური ფაქტორებისაგან, ვიდრე გალს მოკლებულ ღია გარემოში.


მიმაგრებული ფაილები:

უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოს არიდული რაიონების მცენარეთა სავეგეტაციო ორგანოებზე გალწარმომქმნელი ზოგიერთი უხერხემლო ცხოველი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com