ka | en
Company Slogan TODO

ბაკურიანი- ცხრაწყაროს ტუჩოსანთა ოჯახის (Fam:Lamiaceae) ტაქსონომიური მრავალფეროვნება. სისტემატიკურ-გეოგარფიული და ეკოტოპოლოგიური ანალიზი

ავტორი: მარიამი თარიმანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ტუჩოსანთა ოჯახი, სისტემატიკურ-გეოგრაფიული ანალიზი, ეკოტოპოლოგია
ანოტაცია:

შესწავლილია ბაკურიანი-ცხრაწყაროს მიდამოების ოჯახი ტუჩოსანთა(lamiaceae) გავრცელება, სისტემატიკა, ეკოლოგიური მნიშვნლობა ასევე სამკურნალო დანიშნულება. კვლევის დროს გამოყენებული იყო საველე-ბოტანიკური, ნახევრად სტაციონარული და სტაციონალური მეთოდები. თითოეული საიტის შიგნით სხვადასხვა ჰაბიტატებისა და ვერტიკალურ სიმაღლეებში გამოიყო რამდენიმე ნაკვეთი. საკვლევი ოჯახის მრავალფეროვნების გამოვლენის მიზნით გაკეთდა ბოტანიკურ-გეოგრაფიული პროფილი მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე. შედგა ამ ოჯახის სახეობათა სიები და აღირიცხა ეკოტიპების მრავალფეროვნება. საკვლევი ტერიტორიიდან აღრიცხულია მაღალბალახეულობის 51 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 16 ოჯახსა და 30 გვარში. წამყვანი ოჯახებია: Asteraceae(18 სახეობა), Apiaceae(12 სახეობა), Dipsacaceae(4 სახეობა) წამყვანი გვარებია: Heracleum, Cirsium, Senecio,Cephalaria. აღირიცხა ტუჩოსანთა 21 გვარი: Acinos, Ajuga L, Ballota L, BetonicaL, Calmintha Mill, Clinopodium L, Galeopsis L, Lallemantia Fisch, lamium L, Leonurus L, Marrubium L, Mentha L, Nepeta L, Origanum L, Prunella L, Salvia L, Satureja L, Stachys L, Teucrium L, Thymus L, Ziziphora L. აღირიცხა ტუჩოსანთა 49 სახეობა. მათ შორის კავკასიის 2 ენდემური სახეობა: Thymus collinus (Bieb.) და Ziziphora borzhomica (Juz.) საკვლევი ტერიტორიიდან აღრიცხული სახეობების ძირითდი ჰაბიტატებია: მდელოები და კლდე-ნაშალები-ღორღიანები. სახეობათა სიმაღლებრივი გავრცელების კვლევისას დადსტურდა, რომ ტუჩოსანთა გავრცელება მოიცავს: ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებს ტუჩოსანტა ოჯახის სახეობები, როგორც ეთერზეთოვანი, თფლოვანი და არომატული მცენარეები, სხვა ბოტანიკურ ოჯახებთან შედარებით უფრო ფართოდ არიან გამოყენებული სხვადასხვა მიზნებისთვის.


მიმაგრებული ფაილები:

ბაკურიანი-ცხრაწყაროს მიდამოების ოჯახ-ტუჩოსანთა Fam:Lamiacea ტაქსონომიური მრავალფეროვნება, სისტემატიკურ-გეოგრაფიული ანალიზი და ეკოტოპოლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com