ka | en
Company Slogan TODO

საფერავის ფლავონოიდების გავლენა კაინის მჟავით განპირობებულ ეპილეფსიის მოდელზე

ავტორი: ნათია ადამაშვილი
საკვანძო სიტყვები: საფერავის ფლავონოიდები, კაინის მჟავა, ეპილეფსია, ჰიპოკამპი
ანოტაცია:

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქცევით ექსპერიმენტებში (ღია ველი და T-ს მაგვარი ლაბირინთი) შეგვესწავლა საფერავის ფლავონოიდების აქტიური ფრაქციის ადრეული პოსტნატალური (P7-P15 პერიოდი) ადმინისტრაციის ეფექტები კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ ქცევით დარღვევებზე, შეგვედარებინა საფერავის ფლავონოიდების ანტიეპილეფსიური და ნეიროპროტექტორული შესაძლებლობები კლასიკური ფლავონოიდის - რესვერატროლის ეფექტებთან. ელექტროფიზიოლოგიურ ექსპერიმენტებში შეგვეფასებინა საფერავის ფლავონოიდებით კვების გავლენა ზრდასრული ვირთაგვების ჰიპოკამპის CA1-ველის ნეირონულ აქტივობაზე. ცდაში გამოყენებული იქნა ცხოველთა სამი ჯგუფი: I-საკონტროლო ჯგუფი, რომელებიც პოსტნატალური განვითარების P7-P15 პერიოდში ექცემდებარებოდნენ ცრუ კვებას. II-ცდის ჯგუფი,რომელთა კვება P7-P15 პერიოდში ხდებოდა საფერავის ფლავონოიდებით ორალურად, პიპეტის საშუალებით, დოზა 25მგ/კგ. III-რესვერატროლის ჯგუფი, რომელნიც განვითარების იგივე პერიოდში ღებულობდნენ რესვერატროლის იგივე დოზას - 25მგ/კგ. ნანახია,რომ საფერავის ფლავონოიდებით ვირთაგვების ადრეულპოსტნატალური კვება იწვევს კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით გამოწვეული ლეტალობის შემცირებას, ეპილეფსიური სტატუსით ვირთაგვებში ქცევითი კრუნჩხვების როგორც რაოდენობის, ასევე ხანგრძლივობის შემცირებას, რაც კორელირებდა ეპილეფსიით გამოწვეული მეხსიერების დარღვევის კორექციასთან. საფერავის ფლავონოიდების ეფექტები შედარებულ იქნა რესვერატროლის ეფექტებთან და აღინიშნა საფერავის ფლავონოიდების უფრო მეტი ანტიკრუნჩხვითი/ანტიამნეზიური სიძლიერე. ელექტროფიზიოლოგიურმა ექსპერიმენტებმა კი გამოავლინა, რომ საფერავის ფლავონოიდებით წინასწარი კვება იწვევს ინტრაჰიპოკამპური მაღალსიხშიროვანი გაღიზიანებით გამოწვეული ეპილეფტიფირმული განმუხტვების ხანგრძლივობისა და ამპლიტუდის შემცირებას.


მიმაგრებული ფაილები:

საფერავის ფლავონოიდების გავლენა კაინის მჟავით განპირობებულ ეპილეფსიის მოდელზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com