ავტორიზაცია
მძიმე მეტალების-Zn, Cu, Pb, Mn, Co იონმიმოცვლითი სორბციისშესწავლა მოდიფიცირებულ მორდენიტზე
ავტორი: ნინო გაგნიაშვილისაკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, ადსორბცია, მორდენიტი
ანოტაცია:
მძიმე მეტალების ნაერთების დიდი რაოდენობა ადვილად იხსნება წყალში და საკვები ჯაჭვის მეშვეობით ხვდება ცოცხალ ორგანიზმებში. თითქმის ასზე მეტი პოლუტანტი ყოველდღიურად ხვდება გარემოში მრეწველობის სხვადასხვა დარგებიდან და იწვევს ნიადაგის და წყლის სხვადასხვა სახის სერიოზულ დაბინძურებას. ბუნებრივი მორდენიტი, მიუხედავად იმისა რომ, წყლების ცეოლითურ გამწმენდებს შორის, ყველაზე ნაკლევბ შესწავლილია, მას მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია, თავისი უნიკალური ადსორბციული და კათიონმიმოცვლითი თვისებების გამო. მორდენიტის მაღალი შემცველობა საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ მისი ფართო გამოყენების საკითხი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სინთეზური ცეილითების წარმოება და მათი შესყიდვა საკმაოდ ძვირია. ამიტომ საქართველოს სინამდვილეში, როგორც მრეწველობაში, ასევე გარემოს დაცვაში ბუნებრივი მორდენიტის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს მძიმე მეტალების იონების (Cu2+, Zn+2, Pb2+, Mn2+, Co2+) ადსორბციის შესწავლა ბუნებრივი ცეოლითის - მორდენიტის საწყის, დეკათიონირებულ და დეჰიდროქსილირებულ ფორმებზე. იონმიმოცვლითი სორბციის შესწავლა განხორციელდა დინამიკურ და სტატიკურ პირობებში. დადგენილია, რომ მოდიფიცირებულ ნიმუშებზე Cu2+,Zn+2, Pb2+, Mn2+, Co2+ იონების შთანთქმა მოდელური ხსნარებიდან ხორციელდება ფიზიკური მიმოცვლითი ადსორბციის მექანიზმით. გაანგარიშდა შესაბამისი ადსორბციული პარამეტრები: სორბციული ტევადობა, ადსორბციის კოეფიციენტი და განაწილების ფაქტორი.