ka | en
Company Slogan TODO

ახალი ტიპის ორგანული და არაორგანული სცინტილაციური მთვლელების შესწავლა COMET ექსპერიმენტის ECAL ელექტრომაგნიტური და CRV დეტექტორებისათვის

ავტორი: ირაკლი ლომიძე
საკვანძო სიტყვები: მაღალი ენერგიები, ელექტრომაგნიტური კალორიმეტრი, კოსმიკ რეი ვეტო დექექტორი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი მიმოიხილავს აკრძალულ ლეპტონურ პროცესს, კერძოდ კი მიუონურ ატომში, მიუონის ელექტრონში გადასვლას (კონვერსიას) ნეიტრინოების დაბადების გარეშე μ− → e− , სტანდარტულ მოდელში ეს პროცესი აკრძალულია, რადგანაც იგი არღვევს ლეპტონური არომატის შენახვის კანონს დამუხტული ლეპტონებისათვის. μ− → e− პროცესის ექსპერიმენტული შესწავლა რეკორდული მგრძნობიარობის დონის დაგეგმილია, COMET (Coherent Muon to Electron Transition) ექ- სპერიმენტში, რომელიც უნდა ჩატარდეს იაპონიაში, J-PARC-ის (Japan Proton Accelerator Research Complex) პროტონულ ამაჩქარებელზე. ექსპერიმენტი დაყოფილია 2 ფაზად, ფაზა I და ფაზა II, პირველი ფაზა მიაღწევს მგრძნობიარობის დონეს B(μ − N → e − N ) = 3 × 10 −15 , ხოლო II ფაზა B(μ − N → e − N ) = 3 × 10 −17 . სამაგისტრო ნაშრომი დეტალურადაა ასახული ახალი ტიპის ორგანული და არაორგანული სცინტილაციური მთვლელების მახასიათებლების შესწავლას COMET ექსპერიმენტის ECAL ელექტრომაგნიტური და CRV დეტექტორებისათვის



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com