ka | en
Company Slogan TODO

[4-(იმიდაზოლ-1-ილ)თიაზოლ-2-ილ)] ნაფთილამინების სინთეზი და კვლევა

ავტორი: ეკა გოგალაძე
საკვანძო სიტყვები: თიაზოლი, ნაფთალინი, იმიდაზოლი
ანოტაცია:

სინთეზირებულია თიაზოლის ბირთვის შემცველი ახალი დიჰეტეროციკლური სისტემა - [4-(იმიდაზოლ-1-ილ)თიაზოლ-2-ილ)] ნაფთილამინი. სამიზნე პროდუქტის სინთეზი განხორციელებულ იქნა 4 საფეხურად. სინთეზის ოპტიმალური პირობების დადგენის მიზნით, ნაფთილთიოშარდოვანას სინთეზი ჩატარებულ იქნა ორი განსხვავებული მეთოდით. სინთეზირებული თიოშარდოვანას ციკლიზაცია განხორციელებულ იქნა ეთილბრომოაცეტატის გამოყენებით, ეთანოლის არეში. პროდუქტის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, შეირჩა 2-(ნაფთალენ-1-ილამინო) თიაზოლ-4(5H)-ონის დეზოქსიქლორირების რეაქციის ოპტიმალური პირობები, სინთეზის სხვადასხვა მეთოდის საფუძველზე. 4-ქლორო-N-(ნაფთალენ-1-ილ) თიაზოლ-2-ამინის კონდენსანცია ბენზიმიდაზოლთან ჩატარებულ იქნა დიმეთილფორმამიდის არეში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com