ka | en
Company Slogan TODO

ვიტამინები-ჯანმრთელობის სამსახურში

ავტორი: ქეთევანი ონაშვილი
საკვანძო სიტყვები: ვიტამინები, მოლეკულები, პროდუქტები
ანოტაცია:

ვიტამინები სხვადასხვა სტრუქტურის დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობისთვისაა აუცილებელი. ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და სიცოცხლისათვის საჭიროა ე.წ ,,დამატებითი საკვები ფაქტორების“ არსებობა. სწორედ ამ დამატებით ფაქტორებს ეწოდება ვიტამინები, რაც ,,სიცოცხლის ამინებს“ ნიშნავს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში პრაქტიკულად არ ხდება ვიტამინების სინთეზი, რაც რა თქმა უნდა ვერ დააკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმს ვიტამინებით. ვიტამინების ძირითადი წყაროა საკვები პროდუქტები, კერძოდ, მცენარეები. ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ვიტამინები, რომელებიც მცენარეებიდან და სხვადასხვა საკვები პროდუქტიდან მიიღება, რაც შეეხება სინთეზურ ვიტამინებს, მათი მიღება რეგულარულად ადამიანისთვის არა თუ სასარგებლოა, არამედ შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამომწვევიც კი გახდეს.


მიმაგრებული ფაილები:

ვიტამინები-ჯანმრთელობის სამსახურში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com