ავტორიზაცია
პროგრამული უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შემუშავებაში გამოყენებადი ტექნოლოგიები
ავტორი: თამარ კილაძესაკვანძო სიტყვები: პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოყენებადი ტექნოლოგიები, მომხმარებლის სახელმძღვანელოს შემუშავება
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შემუშავებაში გამოყენებადი ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მარტივად მოვახდინოთ პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა. განხილულია ის თავისებურებები, რაც შეიძლება გამოიკვეთოს სახელმძღვანელოსთან მუშაობის პროცესში, ასევე ნათლადაა ასახული, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე და კონკრეტულად რა სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი იგი, რომ არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება მომხმარებლისთვის ინსტრუქციის მიწოდებისას. მასში წარმოდგენილია ის ძირითადი საძიებო ფორმები და ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაქმნელად. ჩვენი ძირითადი ამოცანაა კლიენტს გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ტექსტობრივი, აუდიო და ვიდეო მასალა, რათა მისთვის ნათელი და ადვილად აღსაქმელი იყოს პროგრამული უზრუნველყოფის თავისებურებები და უპირატესობები, ასევე ის სირთულეები , რაც თან ახლავს ინსტრუქციის ათვისებას.