ka | en
Company Slogan TODO

ფუძე ბუნების ზოგიერთი ქირალური სასოფლო-სამეურნეო საშუალების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით

ავტორი: ნინო კობახიძე
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ტრიაზოლები, ენანტიომერები, ქირალური სელექტორები
ანოტაცია:

სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ქირალური სამკურნალო საშუალებებისენანტიომერების დაყოფა მეთანოლის და აცეტონიტრილის ფაზებში წყლის პროცენტული შემცველობის გაზრდით. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა ტრიაზოლების ჯგუფის 9 ნივთიერება: ბიტეტრანოლი, დიფენოკონაზოლი, მეტკონაზოლი, ფენბუკონაზოლი, პენკონაზოლი, ტრიადიმენოლი, ტრიადიმეფონი, პროტიოკონაზოლი და ვინკლოზოლინი შემდეგ სვეტებზე: Cellulose-1, Cellulose-3, Cellulose-4, Amylose-1, Amylose-2. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წყლის შემცველობის გაზრდამ მეთანოლში გამოიწვია ენანტიომერების შეკავების გაზრდა და დაყოფის გაუმჯობესება. წყლის შემცველობის გაზრდისას აცეტონიტრილში უფრო რთული ქცევა შეიმჩნეოდა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com